საგანი
|
გეოგრაფია
|
კლასი/საფეხური
|
საბაზო,VIII კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
21 მოსწავლე,მათ შორის 1 შშმმ მოსწავლე
|
გაკვეთილის თემა
|
კასპიის ზღვა
|
გაკვეთილის აქტუალობა კლასისთვის
|
მოსწავლეები შეძლებენ გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვა
და სხვა გეოგრაფიული თვალსაცინოების ანალიზი.
|
გაკვეთილის აქტუალობა შშმმ მოსწავლისთვის
|
ლუკა ამ გაკვეთილიდან გაიგებს თუ სად მდებარეობს კასპიის ზღვა და რომელი
სახელმწიფოები ესაზღვრება მას.
|
მისაღწევი მიზნები ესგ-დან კლასისთვის
|
გეო.VIII.1.მოსწავლეს
შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების
ანალიზი.
გეო.VIII.2.მოსწავლეს
შეუძლია განსაზღვროს გეოგრაფიული ობიექტებისა და ქვეყნების მდებარეობა რუკზე.
გეო.VIII.4. მოსწავლეს
შეუძლია დაახასიათოს კავკასიის რეგიონი.
|
მოდიფიცირებული მიზანი შშმმ მოსწავლისათვის
|
მოსწავლეს შეუძლია გამიჯნოს
ერთმანეთისგან შავი და კასპიის ზღვები და მოხაზულობით გაარციოს ისინი ერთმანეთისაგან.
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები კლასისთვის
|
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
განათავსებს ინფორმაციას კონტურულ
რუკაზე და სხვა დამხმარე თვალსაჩინოებებზე.
კონტურულ რუკაზე დააქვს ის
სახმელეთო და საზღვაო მარშუტები,რომლებითაც საქართველო უკავშირდება მეზობელ სახელმწიფოებს.
მსჯელობს წარსულსი და თანამედროვე
ეპოქაში კავკასიის როლზე , როგორც სატრანსპორტო დამაკავშირებელ დერეფანზე ევროპა-აზიას
შორის.
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები შშმმ მოსწავლისთვის
|
განმარტავს როგორი მოხაზულობა აქვს კასპიის ზღვას და რომელი სახელმწიფოები
მდებარეობენ მის გარშემო.
|
კლასის წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან კასპიის ზღვის მდებარეობა და მნიშვნელობა მიმდებარე
ქვეყნებისთვის.
|
წინარე ცოდნა შშმმ მოსწავლის
|
ლუკამ იცის კასპიის ზღვის მდებარეობა.
|
კლასის ორგანიზების ფორმები
|
ჯგუფური მუშაობა;
|
გამოყენებული რესურსი
|
სახელმძღვანელო, მსოფლიოს ფიზიკური რუკა, კავკასიის რუკა.
|
შეფასების ტიპები
|
განმავითარებელი,განმსაზღვრელი
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
აქტივობა 1.-გონებრივი
იერიში-10 წთ.
მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ წინა გაკვეთილზე ნასწავლი შავი ზღვა.დაფაზე
წინასწარ მაქვს ცხრილი,რომელსაც ავსებენ მოსწავლეები.
აქტივობა 2.
-ტექსტზე მუშაობა-15წთ.
კლასს ვყოფ ჯგუფებად და ვთხოვ ტექსტის საშუალებით გაეცნონ ინფორმაციას კასპიის ზღვის
შესახებ და ანალოგიური ცხრილი შეავსონ კასპიის ზღვაზე.
შშმმ მოსწავლეს კონკრეტული
ტექსტიდან გამომდინარე ვთხოვ შეაფასოს 2-3 მარტივი წინადადებით კასპიის ზღვა.
აქტივობა 3. -ვენის
დიაგრამის შევსება-20 წთ.
დაფაზე დავხაზავ ვენის დიაგრამას და ვთხოვ ბავშვებს გადაიხაზონ რვეულში
და შეავსონ.
სამუშაოს შესრულების შემდეგ
ჯგუფები წარმოადგენენ შესრულებულ სამუშაოს. უკეთეს შედეგად ჩაითვლება ის ჯგუფი,რომელიც
უფრო მეტ მსგავსება-განსხვავებას დაადგენს.
|
пятница, 20 октября 2017 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
24 და 27 მარტს 24- ე საჯარო სკოლის მოსწავლეები , რომლებიც გაერთიანებ...
Комментариев нет:
Отправить комментарий