რეფლექსია
გაკვეთილის მიზანი
იყო: მოსწავლეებს
განესაზღვრათ საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და მნიშვნელობა;
დაეჯგუფებინათ ქვეყნები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის
წევრობის მიხედვით;
გაეანალიზებინათ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციების როლი
მათში გაწევრიანებული ქვეყნების განვითარებაში;
ემსჯელათ მათი გაფართოების პერსპექტივებზე და შეექმნათ
რუკები;
მოსწავლეებს
უნდა გაეანალიზებინათ ტერიტორიული და გეოპოლიტიკური გავლენა საზოგადოების განვითარებაზე;
- ამ მიზნის მიღწევის შემთხვევაში ისინი უპასუხებდნენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ
მისაღწევ შედეგს.
გაკვეთილის თემის და მიზნის გაცნობის შემდეგ გამოვიყენე
აქტივობა-მინი ლექცია, ანუ ვერბალური კომუნკაცია ელექტრონული რესურსის დახმარებით.
ამ აქტივობით მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას ევროკავშირის შექმნის, გაფართოებისა
და საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობის
შესახებ.
შემდეგი აქტივობა იყო ახალ მასალაზე მუშაობა,
კლასი დავყავი ხუთ ჯგუფად,თითოეულ ჯგუფს დაურიგდა თავისი დავალება. ამ აქტივობით მოსწავლეები დაადგენენ
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და კანდიდატ ქვეყნებს.
ასევე გაიაზრებენ ევროკავშირის გაფართოებას. ევროზონის ქვეყნებს. რომელი
ქვეყნები არ შედის შენგენის ზონაში. ასევე
ევროპის დამფუძნებელ ქვეყნებს. იმუშავებენ კონტურულ რუკაზე.
შემდეგი აქტივობა იყო პრეზენტაცია, ჯგუფში შესრულებული
სამუშაოს წარდგენა. ამ აქტივობით მოსწავლეები წარმოადგენენ ინფორმაციას ევროკავშირის
წევრ ქვეყნებზე და კანდიდატ ქვეყნებზე. ასევე წარმოადგენენ ევროკავშირის გაფართოებას.
ევროზონის ქვეყნებს.რომელი ქვეყნები არ შედის
შენგენის ზონაში.ასევე ევროპის დამფუძნებელ ქვეყნებს.
მომდევნო აქტივობა იყო ჩემს მიერ-ჯგუფური აქტივობისა
და მოსწავლეების მიერ- ურთიერთ შეფასება, შეფასების რუბრიკების მეშვეობით.
შემდგომი აქტივობა-რეფლექსია მიზნად ისახავდა
გაცნობილი მასალის უკეთ გააზრებას.
კლასს მიეცა საშინაო დავალება.
გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირება არ მომხდარა. ნაბიჯ-ნაბიჯ
შევასრულე ყველა ის აქტივობა, რაც კი გეგმით გათვალისწინებული მქონდა.
მთელი გაკვეთილის მსვლელობისას ჩატარებული აქტივობებით
მივაღწიე შედეგს,ის რაც მიზნად მქონდა დასახული.
მოსწავლეები განსაზღვრავენ საერთაშორისო ორგანიზაციების
როლს და მნიშვნელობას;
აჯგუფებენ ქვეყნებს
სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობის მიხედვით;
აანალიზებენ მნიშვნელოვანი
საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციების
როლს მათში გაწევრიანებული ქვეყნების განვითარებაში;
მსჯელობენ მათი გაფართოების
პერსპექტივებზე და ქმნიან რუკებს;
მოსწავლეები
ანალიზებენ ტერიტორიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის გავლენას საზოგადოების
განვითარებაზე.