понедельник, 27 марта 2023 г.

 

*          24 და 27 მარტს 24- საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ეკოკლუბ დედამიწისათვის,მსოფლიოს გარემოსდაცვითი ღონისძიების  დედამიწის საათი აღსანიშნავ კამპანიას შეუერთდნენ.

*      მათ მოიფიქრეს შესაბამისი სლოგანები მოცემულ თემაზე, გააფორმეს მხატვრულად და თავიაანთი პატარა წვლილი შეიტანეს მსოფლიო აქტივობაში.

 

2023 წელს, დედამიწის საათი ორიენტირებულია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელებაზე ტყისა და ეკოსისტემების დაცვის მიმართულებებით, რადგან სწორედ კლიმატის ცვლილებაა ერთ-ერთი გარემოსდაცვითი გამოწვევა.

    გარემოსდაცვითი ღონისძიების - დედამიწის საათი" აღნიშვნის მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას, „დედამიწის საათსსაფუძველი 2007 წელს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით ჩაეყარა.

 

среда, 22 марта 2023 г.

 https://geographermaia.wordpress.com/2013/03/30/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

пятница, 20 апреля 2018 г.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს ათ ყველაზე დიდ ქალაქს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით

10. მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, ყველაზე დიდ ქალაქებს შორის, მექსიკის დედაქალაქი მეხიკო მეათე ადგილზეა, ხოლო მისი მოსახლეობის რაოდენობა კი თითქმის 19.5 მილიონს შეადგენს. მეხიკო მექსიკის ფინანსურ-ეკონომიკურ და ასევე კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქია სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე.


9. მეცხრე ადგილზე კი ბრაზილიის ყველაზე დიდი ქალაქი სან პაულო იმყოფება, რომლის მოსახლეობაც 20 მილიონს შეადგენს. ქალაქი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ტურისტულ რეგიონს მთელს ბრაზილიაში. სან პაულოში თქვენ უამრავი ღირსშესანიშნაობის ნახვა შეგიძლიათ.

8. მერვე ადგილს კი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქი ნიუ-იორკი იკავებს, სადაც, დაახლოებით, 20,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. იგი აშშ-ს უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ქალაქია. ქალაქს ასევე მსოფლიოს კულტურული დედაქალაქის წოდება გააჩნია.

7. მსოფლიოს მეშვიდე ყველაზე დიდი ქალაქი კი პაკისტანის ფინანსური ცენტრი კარაჩია. მისი მოსახლეობის რაოდენობა 20.7 მილიონს შეადგენს.

6. მეექვსე ყველაზე დიდი ქალაქი ფილიპინების დედაქალაქი მანილაა თავისი 20.8 მილიონიანი მოსახლეობით.

5. მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ჩინეთის ქალაქი შანხაია. ქალაქში, დაახლოებით, 20.9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და იგი მსოფლიო ბიზნესის ერთ-ერთ საკვანძო ქალაქებს შორისაა.

4. ინდოეთის ქალაქი დელი კი მსოფლიოს ყველაზე დიდ ქალაქებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს თავისი 22.2 მილიონიანი მოსახლეობით. დელი მოიცავს ნიუ დელის, რომელიც არის ინდოეთის დედაქალაქი.

3. მესამე ადგილზე სამხრეთ კორეაში მდებარე ქალაქი სეულია. მისი მოსახლეობა 22.5 მილიონს შეადგენს. სეული აზიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია. იგი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიების LG-ისა და SAMSUNG-ის სახლია.

2. მეორე ყველაზე დიდი ქალაქი ინდონეზიის დედაქალაქი ჯაკარტაა. მისი მოსახლეობა 20 მილიონ 63 ათასია. იგი ინდონეზიის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური ქალაქია. ამ ყველაფრის მიუხედავად ჯაკარტა არც ისე მიმზიდველია ტურისტებისთვის.


1. მსოფლიოს ყველაზე დიდი ქალაქი კი იაპონიის დედაქალაქი ტოკიოა. ტოკიოში 37 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და იგი საცხოვრებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია. აქ უამრავი ცნობილი კომპანიის მთავარი ოფისია გახსნილი. მას ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს.

вторник, 17 апреля 2018 г.



ყველაზე, ყველაზე, ყველაზე...დედამიწის ყველაზე ექსტრემალური მაჩვენებლები, გამოხატული ციფრებითა და ფაქტებით

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მშობლიური პლანეტა - დედამიწა კლიმატისა და გეოგრაფიული მონაცემების მიხედვით ზომიერ ადგილს წარმოადგენს ( მზის სისტემის სხვ პლანეტებთან შედარებით), აქ მაინც გვხვდება ადგილები, რომლებიც გვაოცებს ექსტრიმის მაღალი დონით, - იქნება ეს დედამიწის ყველაზე ცივი ადგილი თუ ყველაზე ღრმა ღრმული ოკეანეში.
მაშ ასე, მოემზადეთ იმისათვის, რომ იმ ოცდახუთმა ადგილმა, რომლებზეც წინამდებარე პოსტში გვექნება საუბარი, გაგაოცონ თავიანთი ფანტასტიკური მონაცემებით.


25. ყველაზე ცხელი დასახლებული ადგილი დედამიწაზე - დალოლი, ეთიოპია

აქ საშუალო დღიური ტემპერატურა 34, 5 გრადუსია ცელსიუსით.



24. ყველაზე ღრმა გამოქვაბული -კრუბერ-ვორონის გამოქვაბული, აფხაზეთი, საქართველო




აფხაზეთში მდებარე კრუბერ-ვორონის გამოქვაბული ყველაზე ღრმად ითვლება მსოფლიოში. მისი სიღრმე 2000 მეტრს შეადგენს, თუმცა შესაძლებელია, ეს ციფრი კიდევ უფრო დიდი იყოს, რადგან გამოქვაბული ბოლომდე გამოკვლეული არაა.



23. დედამიწის უმაღლესი წერტილი - ევერესტის მთა

ევერესტის სიმაღლე ზღვის დონიდან 8848 მეტრია.



22. დედამიწის ცენტრიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებული ადგილი-ჩიმბორასო, ეკვადორი



21.ყველაზე განმარტოებული კუნძული- კუნძული ბუვე

ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძული, რომელიც ნორვეგიას ეკუთვნის, თითქმის 1000 მილითაა დაშორებული ანტარქტიდიდან და 1500 მილით სამხრეთ აფრიკიდან.



20. ყველაზე განმარტოებული წერტილი კონტინენტზე-ანტარქტიკული მოუღწევლობის პოლუსი

ეს არის კონტინენტზე მდებარე ადგილი, რომელიც ყველაზე დიდი მანძილითაა დაშორებული ოთხივე ოკეანიდან.



19. ყველაზე ბრტყელი ადგილი დედამიწაზე - უიუინის მარილის საბადოები, ბოლივია

ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მარილის საბადო, რომლის ფართობი 4086 კვადრატული მილია.



18. ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე სანაოსნო ტბა - ტიტიკაკა

პერუსა და ბოლივიის საზღვარზე მდებარე ტიტიკაკას ტბა ზღვის დონიდან 3812 მეტრზე მდებარეობს.



17. ზღვის დონიდან ყველაზე დაბლა მდებარე წერტილი ხმელეთზე - მკვდარი ზღვის სანაპირო

ეს წერტილი მდებარეობს იორდანიის და ისრაელის საზღვარზე და ის ზღვის დონიდან 418 მეტრით დაბლაა.



16. ყველაზე გრძელი მთაგრეხილი - ანდები, სამხრეთ ამერიკა

5000 მილი სიგრძის ეს მთაგრეხილი სამხრეთ ამერიკის შვიდი ქვეყნის ტერიტორიაზე გადის.



15. ყველაზე ღრმა ხელოვნური ღრმული - კოლის ზეღრმა ქვაბული

მისი სიღრმე 12 262 მეტრს შეადგენს.



14. ყველაზე წვიმიანი ადგილი დედამიწაზე - ჩოკო, კოლუმბია

აქ წლის განმავლობაში 11 770 მილიმეტრი ნალექი მოდის.



13. ყველაზე მშრალი ადგილი დედამიწაზე - ატაკამას უდაბნო, ჩილე

უძველესი ქალაქის არიკას ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად დაუსახლებელია, 1903-1918 წლებში არცერთი წვეთი წვიმა არ ჩამოვარდნილა.



12. ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არა აქვს - ეთიოპია

ამ ქვეყანაში დაახლოებით 70 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.



11. ყველაზე მკვეთრად დაქანებული მთა დედამიწაზე - თორის მთა, კანადა

მთის სიმაღლე 1250 მეტრია და ის 105 გრადუსითაა დახრილი.



10. ყველაზე ცივი დასახლებული პუნქტი - ოიმიაკონი, რუსეთი

აქ წელიწადის შვიდი თვის განმავლობაში ტემპერატურა ნულს ქვევითაა.



9. ყველაზე ქარიანი ადგილი დედამიწაზე - თანამეგობრობის ყურე, ანტარქტიდა

აქ გამუდმებით ქრიან ქარები, რომელთა საშუალო სიჩქარე 240 კმ/სთ-ია.



8. ყველზე მაღალი ჩანჩქერი - ანხელი, ვენესუელა

ჩანჩქერის სიმაღლე 1054 მეტრია და სანამ წყალი მიწას მიაღწევს, მისი უდიდესი ნაწილი აორთქლებას ასწრებს.



7. ყველაზე მაღალი უღელტეხილი მთაში - მარსიმიკ-ლა, ინდოეთი

ეს უღელტეხილი 5582 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.



6. ყველაზე დიდი მტკნარი წყლის ტბა - ზემო ტბა, კანადა

ამ ტბის ფართობი 31 320 მილის ტოლია.



5. ქვეყანა ყველაზე გრძელი სანაპირო ხაზით - კანადა

კანადის სანაპირო ხაზი 151 019 მილზეა გადაჭიმული.



4. ყველაზე გრძელი ხეობა - დიდი კანიონი, აშშ

ამ ხეობის სიგრძე 220 მილს უდრის, ხოლო სიმაღლე ერთი მილის ტოლია.



3. ყველაზე დიდი მყინვარი - ლამბერტ-ფიშერი, ანტარქტიდა

მყინვარი თითქმის 100 მილზეა გადაჭიმული.



2. ყველაზე მოკლე მდინარე - როუ, მონტანა

ამ მდინარის სიგრძე სულ რაღაც 61 მეტრის ტოლია.



1. ყველაზე დაბალი წერტილი - ჩელინჯერის უფსკრული

ჩელინჯერის უფსკრული მდებარეობს მარიანის ღრმულის ქვედა ნაწილში 10911 მეტრ სიღრმეზე ზღვის დონიდან.


p.s. საინტერესო ფაქტებია, არა? - მართლაც რომ გასაოცარია ჩვენი მშობლიური პლანეტა. მშვენიერია მისი მთები და ზღვები, ოკეანეები და ტყეები, თვალწარმტაცი მინდვრები და გაუვალი ჯუნგლებიც კი. მაშ, გავუფრთხილდეთ მის ბუნებას, დავიცვათ და მოვუაროთ მას, რათა ჩვენი უგუნური საქციელი უკან ბუმერანგივით არ დაგვიბრუნდეს სტიქიური უბედურობებისა და ბუნების სხვა ანომალიების სახით. ბუნება ხომ მბრძანებელია...


             24 და 27 მარტს 24- ე საჯარო სკოლის მოსწავლეები , რომლებიც გაერთიანებ...