пятница, 20 октября 2017 г.

საგანი
გეოგრაფია
კლასი/საფეხური
საბაზო,VIII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
21 მოსწავლე,მათ შორის 1 შშმმ მოსწავლე
გაკვეთილის თემა
კასპიის ზღვა
გაკვეთილის აქტუალობა კლასისთვის
მოსწავლეები შეძლებენ გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვა და სხვა გეოგრაფიული თვალსაცინოების ანალიზი.
გაკვეთილის აქტუალობა შშმმ მოსწავლისთვის
ლუკა ამ გაკვეთილიდან გაიგებს თუ სად მდებარეობს კასპიის ზღვა და რომელი სახელმწიფოები ესაზღვრება მას.
მისაღწევი მიზნები ესგ-დან კლასისთვის
გეო.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი.
გეო.VIII.2.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს გეოგრაფიული ობიექტებისა და ქვეყნების მდებარეობა რუკზე.
გეო.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კავკასიის რეგიონი.
მოდიფიცირებული მიზანი შშმმ მოსწავლისათვის
 მოსწავლეს შეუძლია გამიჯნოს ერთმანეთისგან შავი და კასპიის ზღვები და მოხაზულობით გაარციოს ისინი ერთმანეთისაგან.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები კლასისთვის
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
   განათავსებს ინფორმაციას კონტურულ რუკაზე და სხვა დამხმარე თვალსაჩინოებებზე.
  კონტურულ რუკაზე დააქვს ის სახმელეთო და საზღვაო მარშუტები,რომლებითაც საქართველო უკავშირდება მეზობელ სახელმწიფოებს.
   მსჯელობს წარსულსი და თანამედროვე ეპოქაში კავკასიის როლზე , როგორც სატრანსპორტო დამაკავშირებელ დერეფანზე ევროპა-აზიას შორის.
 
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები შშმმ მოსწავლისთვის
განმარტავს როგორი მოხაზულობა აქვს კასპიის ზღვას და რომელი სახელმწიფოები მდებარეობენ მის გარშემო.
კლასის წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან კასპიის ზღვის მდებარეობა და მნიშვნელობა მიმდებარე ქვეყნებისთვის.

წინარე ცოდნა შშმმ მოსწავლის
ლუკამ იცის კასპიის ზღვის მდებარეობა.
კლასის ორგანიზების ფორმები
ჯგუფური მუშაობა;
გამოყენებული რესურსი
სახელმძღვანელო, მსოფლიოს ფიზიკური რუკა, კავკასიის რუკა.
შეფასების ტიპები
განმავითარებელი,განმსაზღვრელი
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1.-გონებრივი იერიში-10 წთ.
მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ წინა გაკვეთილზე ნასწავლი შავი ზღვა.დაფაზე წინასწარ მაქვს ცხრილი,რომელსაც ავსებენ მოსწავლეები.

აქტივობა 2. -ტექსტზე მუშაობა-15წთ.
კლასს ვყოფ ჯგუფებად და ვთხოვ ტექსტის  საშუალებით გაეცნონ ინფორმაციას კასპიის ზღვის შესახებ და ანალოგიური ცხრილი შეავსონ კასპიის ზღვაზე.
   შშმმ მოსწავლეს კონკრეტული ტექსტიდან გამომდინარე ვთხოვ შეაფასოს 2-3 მარტივი წინადადებით კასპიის ზღვა.
აქტივობა 3. -ვენის დიაგრამის შევსება-20 წთ.

დაფაზე დავხაზავ ვენის დიაგრამას და ვთხოვ ბავშვებს გადაიხაზონ რვეულში და შეავსონ.
  სამუშაოს შესრულების შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ შესრულებულ სამუშაოს. უკეთეს შედეგად ჩაითვლება ის ჯგუფი,რომელიც უფრო მეტ მსგავსება-განსხვავებას დაადგენს.


             24 და 27 მარტს 24- ე საჯარო სკოლის მოსწავლეები , რომლებიც გაერთიანებ...