четверг, 29 июня 2017 г.

რეფლექსია
მოცემული ვიქტორინა არის მთელი მეშვიდე კლასის ცოდნის გამოვლინება.
იგი პასუხობს მე-7 კლასიის სტანდარტს.კერძოდ შემდეგ ინდიკატორებს.:
გეო.VII.2.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად.
გეო.VII.3.მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება სივრცეში.
გეო.VII.6.მოსწავლეს შეუძლია დაუკავშიროს რელიეფის ფორმები რელიეფწარმომქმნელ პროცესებს.
გეო.VII.7.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებზე.
გეო.VII.8.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ჰიდროსფეროს შესახებ.
გეო.VII.10.მოსწავლეს შეუძლია ახსნას გარემოსდაცვითი ღონისძიებების აუცილებლობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ფოტოების, რუკების გამოყენებიტ ახდენს გეოგრაფიული ინფორმაციის ინტერპრეტირებას.
იყენებს დედამიწის საათობრივი სარტყლების რუკას და ადარებს საკუთარი ქვეყნის დროს სხვა სარტყლების დროს.
წარმოსახვით მოგზაურობს დედამიწის გარშემო,მსჯელობს თარიღთა ცვლის ხაზის დანიშნულებასა და განლაგების პრინციპებზე,ასევე მოგზაურობასა და  უხერხულობაზე და მათი დაძლევის საშუალებებზე.
რუკაზე განსაზღვრავს საკოორდინატო ბადის ელემენტებს.
ასახელებს ერთ განედზე და გრძედზე მდებარე ქალაქებს.
გამოთქვამს ვარაუდს ბუნებრივ-კატასტროფული მოვლენებისაგან შესაძლო თავდაცვის ღონისძიებების შესახებ.
აანალიზებს გეოეკოლოგიური პრობლემების გამომწვევ ბუნებრივ და ანთროპოგენულ ფაქტორებს ლოკალურ და გლობალურ დონეზე.
მე ვფიქრობ, რომ შედეგი მიღწეულია, რადგან ბავშვებმა გეოგრაფიის ცოდნის მაღალი დონე აჩვენეს.

გეოგრაფიის პედაგოგი: ნანა ქიზიყურაშვილი.

Комментариев нет:

Отправить комментарий

             24 და 27 მარტს 24- ე საჯარო სკოლის მოსწავლეები , რომლებიც გაერთიანებ...